top of page
Search

ფსიქოლოგიური ტესტი "ემოციური გადაწვის სინდრომი"

ემოციური გადაწვის სინდრომი

ემოციური (პროფესიული) გადაწვის სიმდრომი პირველად გაჩნდა არა როგორც კვლევითი კონსტუქტი, არამედ სოციალური პრობლემის სახით. ამ კონსტრუქტის გან­საზ­ღვრა კლინიკურ ტერმინო­ლო­გიას ეფუძ­ნებოდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბევრი დასაქმებული ადამიანი მუდმივ ემოციურ გა­მო­ფიტვას, მოტივაციისა და შრომის­უნა­რია­ნობის დაკარგვას განიცდის. ეს პროცესი დაახ­ლო­ებით ერთი წელი გრძელდებოდა და მას გო­ნებრივ და ფიზიკურ სიმპტომთა რიგი ახ­ლავდა. ამ ფენომენის აღსანიშნავად H.Freu­den­berger-მა (1974) გამოიყენა სპეციალური ტერმინი “burn out“ (გადაწვა), რომელიც ადრე გამოიყენებოდა სასაუბრო ენაში ნარკოტიკებზე ქრო­ნი­კული დამოკიდებულების აღსა­ნიშნავად.

Freudenberger-ის კლინიკური დაკვირვების პარალელურად სოციალურმა ფსი­ქო­ლოგ­მა ქრისტინა მასლაჩმა (1976), რომელიც იკვლევდა ემოციურ აგზნებასთან ბრძოლის კოგნიტურ სტრატეგიებს, დაადგინა, რომ მის მიერ შესწავლილი ფენომენები გავლენას ახდენს მუშაკის პრო­ფესიულ იდენტიფიკაციასა და ქცევაზე. სრულიად შემთხვევით მან აღმოაჩინა, რომ იურის­ტები ამ მდგომარეობას „გადაწვას“ უწოდებენ. მაგრამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში აღწერილი იყო გადაწვის სიმპტო­მა­ტი­კის შემთხვევები, მაგრამ სხვა სახელწოდებით (Burish, Shwartz, Will 1953). თუმცა, ამ ფე­ნო­მენ­მა ფსიქოლოგთა ყურადრება მხოლოდ 70-იან წლებში მიიქცია.

გადაწვის სისტემატური კვლევების არარსებობა განაპირობა იმ გარემოე­ბამ, რომ ამ პრობ­­ლემის მიმართ დიდი ინტერესი აღინიშნებოდა მხოლოდ პრაქტიკოსი ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და არა ოფი­ციალური ფსიქოლოგიის მხრიდან. აკა­დემიური წრეების დამოკიდებულება ნე­გა­ტიური იყო: უარს ამბობდნენ იმ ფსიქოლოგთა ნაშრომების განხილვასა თუ გამოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე, ვინც ბე­დავ­და ამ ფენომების შესშავლას. მასლაჩის თქმით, ეს განაპირობა იმან, რომ ის ფაქ­ტი, რომ ადამიანმა შეიძლება „არაპროფესიულად“ იმუშაოს, შოკის მომ­გვ­რე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამის შედეგი იყო იყო ფენომენის აღწერის ერთიანი კონ­ცეფ­ტუა­ლური მოდელის არარსებობა: თი­თო­ე­ული მკვლევარი ამ მოვლენის საკუთარ განმარ­ტე­ბას აყალიბებდა. ამის შედეგად კი კვლევის ახალი სფერო აღიქმებოდა, როგორც ქაო­ტუ­რი და შეუ­თან­­ხმებელი. ბუნებ­რივია, რომ შექმნილი ვითარება მოითხოვდა გადაწვის შეს­წავლის მი­მართ სისტემურ ექსპერიმენტულ კვლევაზე დაფუძნებულ ახალ პარადიგმას.

ამის გაკეთება უკვე 80-ანი წლებში მოხერხდა, როცა გადაწვის სხვადასხვა თეორიული მო­­დელი საკვლევი მეცნიერული მეთოდებით შეივსო. გადაწვის დიაგნოსტიკისათვის შე­მუ­შა­ვე­ბული სტანდარტიზირებული მეთოდიკის (MBI, BM) წყალობით მკვლე­ვა­რებმა შეძ­ლეს ამ ფე­ნომენისა და მისი გამომწვევი ფაქტორების შესახებ უფრო ზუსტი წარმოდგენების ჩა­მო­ყა­ლიბება.

შემდგომში გადაწვის ფენომენისადმი ინტერესი გაიზარდა პროფესიული სტრე­სის კვლე­ვების წყა­ლო­ბით. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავად ეს ტერმინი არ გამოი­ყე­ნე­ბო­და, მისი არსი მკაფიოდ განსაზღვრული იყო. გადაწვის სინდრომი, რომელსაც ზოგიერთ ნაშ­რომ­ში „კომუნიკაციის დაა­ვადებას“ უწოდებდენ, წარმოიქმნება სუ­ლიერი გა­დაღ­ლი­ლო­ბის შედეგად და ხასიათდებოდა ისეთი გამოვ­ლი­ნე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა ემოციური დაჩ­­ლუნ­გვა, გრძნობათა სიმძაფრის გაქრობა, ახ­ლობ­ლებთან კონ­ფლიქტები, გულ­გრი­ლო­ბა, უხალისობა და სიცოცხლის იდეალების დაკარგვა. „გა­დაწ­ვის“ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად მსგავსი ფენომენები ფიქსირდებოდა სხვადასხვა პროფესიაში.

XX საუკუნის მიწურულს პრობლემის თეორიულმა და ემპირიულმა შესწავლამ გარ­კვე­ულ პროგრესს მიაღწია: ჩამოყალიბდა ერთიანი თვალსაზრისი გადაწვის ოპერა­ცი­ულ სტრუქ­­ტურაზე, გაჩნდა ვალიდური მეთოდიკები, განმაპირობებელი ფაქტორების კვლე­ვები. ამის მიუხედავად, ამ დროისათვის მაინც არ არსებობს გადაწვის ცალსახა დეფინიცია, ცალ­სა­ხა წარმოდგენა მისი ძირითადი სიმპტომებისა და წარმოქმნის მექანიზმების შესახებ. არა­საკ­მა­რისად შესწავლილია გადაწვის გავლენა სხვადასხვა პიროვნულ ქვესტრუქტურაზე. კვლევები ხორციელდებოდა, ძირითადად, შემდეგი მიმართულებით:

· გადაწვის სინდრომის ხასიათისა და სტრუქტურების პრობლემა;

· გადაწვის ძირითადი დეტერმინანტების პრობლემა;

· გადაწვის გენეზისი;

· პროფესიულ საქმიანობასა და ზოგადად ადამიანის ცხოვრებაზე გადაწვის ზე­მოქ­მე­დების სპეციფიკა;

· გადაწვის გამოვლენის სპეციფიკა სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასა და სხვადასხვა კულტურაში;

· გადაწვის ადგილი ფსიქოლოგიურ კატეგორიათა სისტემაში.

ბუნებრივად იბადება კითხვა: არის თუ არა გადაწვის სინდრომი დამოუკიდებელი ფენო­მენი, თუ, W. Schaufeli თქმით, ეს მხოლოდ „ძველი ღვინოა ახალ ჭურჭელში“. ეს ასპექტი უკ­ვე დაწვრილებით არის შესწავლილი და დასაბუთებულია, რომ გა­დაწ­ვა არ დაიყვანება ისეთ ტრადიციულ მდგომარეობაზე, როგორიცაა დეპრესია, გადაღლა, სტრესი, თუმცა მათთან გარკვეული მსგავსებაც არსებობს (Schaufeli, Enzmann, 1998).

დაბოლოს, ისმის კიდევ ერთი საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ სფეროს – „ფსი­ქი­კურ ნორმასა“ თუ „ფსიქიკურ პათოლოგიას“ შეიძლება მივაკუთვნოთ გადაწვის სინ­დრო­მი. ამ საკითხზე ფსიქოლოგები და ექიმები ბო­ლომ­დე ვერ შეთანხმდნენ; აზრთა სხვაობა ფორ­მალურ-ლექსიკურ დონეზეც კი ვლინდება. სამედიცინო და ფსიქიატრიულ ლი­ტე­რა­ტუ­რაში გამოიყენება ტერმინი „burn out“, ფსი­ქოლოგიაში კი – „burnout“. ამით ფსი­­ქო­ლო­გე­ბი ხაზს უსვამენ, რომ მათთვის მიუღებელია გადაწვის კლინიკური განსაზღვრა. კლი­ნიკური განმარტების თანახმად, გადაწვა არის სტრესული ფაქ­ტორების ხანგრძლივი ზე­მოქ­მედებით გამოწვეული დაავადება. ეს აისახა DSM-IV, სადაც გადაწვა განისაზღვრება, რო­გორც ფუნქციური დარღვევა. ანალოგიური თვალ­საზრისია დაფიქსირებული უფრო ფართო საერთაშორისო დონეზეც: ICD-10-ის თა­ნახ­მად, გადაწვა არის სამსახურით გა­მოწ­ვეული ნევრასთენია.

რაც შეეხება ფსიქოლოგებს, ისინი განიხილავენ გადაწვას, რო­გორც ფსიქოლოგიურ მოვ­ლენას, რომელიც ვლინდება პროფესიულ სფეროში იმ პირთა შორის, ვისაც ფსი­ქი­­კუ­რი პათოლოგია არ აღენიშნებათ. გადაწვა არის შრომის მიმართ მო­ლო­დი­ნებ­სა და რეა­­ლურ შრომას შორის შეუსაბამობის შედეგი და ასახავს პიროვნების პროფესიული ჩა­­მო­ყა­ლი­ბების პროცესის თავისებურებებს. მაშასადამე, გადაწვას სინდრომი „ფსი­ქი­კური ნორ­მის კატეგორიას შეესაბამება. მეორე მხრივ, კვლევები ადას­ტურებს, რომ ამ სინდრომის გან­ვითარების საბოლოო ეტაპზე ვლინდება სო­მა­ტუ­რი დარღვევები; უფრო მეტიც, არ­სე­ბობს სხვადასხვა მოსაზღვრე ფსიქიკური აშ­ლი­ლობის წარმოქმნის რისკიც. ეს ფაქტი აახლოებს ფსიქოლოგიურ და სამედიცინო თვალსაზრისს.


ემოციური (პროფესიული) გადაწვის ტესტი

პროფესიული გადაწვის კვლევის ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება კრისტინა მასლაჩის (Maslach) პროფესიული (ემოციური) გადაწვის კითხვარი (Burnout Inventory– MBI) – პროფესიული გადაწვის შესასწავლად ექიმებს, მასწავ­ლებ­ლებს, სოცია­ლურ მუშაკებსა და სხვ. შორის. ტესტი ადაპტირებულია მაია ბიჭაძის მიერ 2011 წელს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

გადაწვა გუ­ლის­ხმობს ფიზიკურ, ემოციურ და გონებრივ გამოფიტვას, რომელიც ვლინდება სოციალური სფე­როს პროფესიებში. მასლაჩის განმარტებით, ესაა გა­მო­ფიტ­ვის, ცინიზმის, პროფესიული არაეფექტურობის ფსიქოლოგიური სინდრომი, რომელიც გა­მოწვეულია ხანგრძლივი საპასუხო რეაქციით პროფესიულ სფეროში ქრონიკულ ემო­ცი­ურ და პიროვნებათშორის ფაქტორებზე“. ეს სინდრომი შეიცავს სამ ძირითად კომ­პო­ნენტს: ემოციური გა­მო­ფიტვა, დეპერ­სო­ნა­ლი­ზაცია (ცინიზმი) და პროფესიულ მიღ­წე­ვა­თა რედუქცია. ავტორები შეგ­ნე­ბულად იყე­ნე­ბენ ცნება „სინდრომს“, რადგან ამით ხაზს უს­ვამენ მასში შევავალი ელე­მენტების შედა­რე­ბით დამოუკიდებლობას, რომლებიც თა­ვის­თავად ცალკეული ელემენტის სა­­ხით შე­იძ­ლება სხვა მდგომარეობის შემთხვევაშიც აღინიშნებოდეს. მაგრამ გადაწვის სინ­დრო­მი მხოლოდ სამივე ელემენტის ერ­თობ­ლიო­ბას გულისხმობს.

C.Maslach და M.Leiter მიაჩნიათ, რომ გადაწვის პირველი ფაზაა ემოციური გამოფიტვა, რო­მელიც იწვევს უარყოფით და­მო­კი­დე­ბულებას კლიენტთა მი­მართ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროფესიულ საქმიანობაში რეალიზაციის სურ­ვი­ლის დაქვეითებას. მოგ­ვი­ა­ნებით ლეიტერმა ეს თანამიმდევრობა დააზუსტა: პროფე­სი­ულ მიღწევათა კომ­პო­ნენ­ტი შედარებით დამოუ­კი­დე­ბე­ლია; ემოციური გამოფიტვა იწ­ვევს დეპერ­სო­ნა­ლი­ზა­ციას, ხო­ლო პროფესიულ მიღწევათა რედუქცია მათ პარალე­ლუ­რად ვითარდება. გადაწვის კომ­პონენტთა ასეთ დინამიკას ნაწილობრივ ლონ­გი­ტი­დუ­რი კვლევები ადასტურებს.

გა­დაწ­ვის გამომწვევი ფაქ­ტორები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: ადამიანის იდნივი­დუა­ლუ­რი მახა­სი­ა­თებლები და სამუშაო გარემოს ფაქტორები. ორგანიზაციულ ფაქტორთა შორის გადაწვის სინდრომის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს როლურ კონ­ფლიქტებს, სო­ცია­ლური მხარდაჭერის არარსებობას, დამოუკიდებლობის დაბალ დო­ნეს. ამას­თა­ნავე, თუ გადაწვის სინდრომის კავშირი გარემოს ფაქტორებთან მკვლე­ვარ­თა ეჭვს არ იწ­ვევს, ადამიანის ინდივიდუალურ მახასიათებლების გავლენა გადაწვის სინ­დრო­მის განვი­თა­რე­ბაზე უფრო რთული საკითხია. არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს ურთიერთ­კავ­შირს გადაწვის სინდრომსა და ადამიანის ინდივიდუალურ მახასიათებლებს შორის.

სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლებიდან ყვე­ლაზე მნიშვნელოვანია კავშირი ასაკ­თან: გამოვლენია უარყოფითი კორელაცია ასაკსა და გადაწვას შორის. რაც შეეხება კავშირს სქესსა და გადაწვის სინდრომს შორის, ცალსახა პასუხი არ არსებობს: მკვლე­ვარ­თა ნაწილი აღნიშნავს, რომ მამაკაცებს გადაწვის სინდრომი უფრო ხშირად უვითარდება, ვიდრე ქალებს, ხოლო მეორე ნა­წილი საპირისპიროს ამტკიცებს. წინააღმდეგობრივია აგ­რეთ­ვე მონაცემები სამუშაო სტაჟ­თან დაკავშირებით: კვლევათა უმრავლესობაში ეს კავ­ში­რი არ გამოვლინდა, თუმცა ზოგიერთ კვლე­ვაში აღმოჩენილია უარყოფითი კორე­ლა­ცია სამუშაო სტაჟ­სა და გადაწვას შორის.

რაც შეეხება კავშირს პიროვნულ მახასიათებლებსა და გადაწვის სინდრომს შორის, ეს სა­კით­ხი საკმაოდ დიდხანს ღიად რჩებოდა: პიროვნული მახასიათებლები ზემოქმედებს გადაწვის სინ­დრო­მის განვითარებაზე თუ გამოხატული გადაწვის სინდრომი განაპირობებს მათ სა­ხე­ცვლილებას? ბოლო წლების კვლევებში ხაზგასმულია ორმხრივი ურთიერთქმედება გა­დაწ­ვის სინდრომსა და პიროვნულ მახასიათებლებს შორის. ამასთანავე, გადაწვის ზემოქ­მე­დება ზოგიერთ პიროვნულ ქვესტრუქტურაზე უფრო ძლიერია. კერძოდ, უფრო ძლიარია გავლენა პიროვნების მოტივაციურ და კოგნიტურ ქვესტრუქტურებზე, ქცევის სტილზე.

გადაწვის, როგორც სოციალური მოვლენის, განხილვის ლოგიკამ მოითხოვა ამ ფე­ნო­მე­ნის ანალიზი გარე და შიდა ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედების თვალ­საზ­რი­სით, რაც აისახა გადაწვის შესახებ არაერთ თანამედროვე წარმოდგენაში, რომელთა შო­რი­საც აღსანიშნავია C. Maslach და M. Leiter მიდგომა. ამ მიდგომის ძირითადი იდეის თანახმად, გა­დაწვა არის პიროვნებასა და სამუშაოს შორის შეუსაბამობის შედეგი. ამ შეუ­სა­ბამობის ზრდის კვალობაზე გადაწვის სინდრომის წარმოქმნის ალბათობა მატულობს.

წყარო: ანუკა ხაფავა 2020.


ინსტრუქცია: ქვემოთ წარმოდგენილი 22 გამონათქვამი ეხება სამსახურთან დაკავშირებულ გრძნობებსა თუ განცდებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხით თითოეული და შეაფასოთ, გეუფლებათ თუ არა მსგავსი რამ თქვენ. თუ მსგავსი განცდა არასოდეს გქონიათ, მონიშნეთ პასუხი „0“ – „არასოდეს“. თუ მსგავსი განცდა გქო­­ნიათ, მიუთითეთ, რამდენად ხშირად. ამისათვის გამოიყენეთ შემდეგი აღნიშვნა:







შედეგების გასაგებად ჩვენს ჯგუფში დაწერეთ თქვენს მიერ მიღებული ქულა ან მომწერეთ პირად შეტყობინებაში FB Guduna Ivane DarbuaShvili

პროფესიული გადაწვის სიმპტომები და ნიშნები

წყარო: მაია ბიწაძე „მასწავლებელთა პროფესიული „გადაწვის“ ზოგიერთი პიროვნული და სოციალური ასპექტი“, 2013.

პროფესიული გადაწვის ნიშნების ადრეულად აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია მისი პრევენციისათვის. მაგრამ ეს ნიშნები გამორჩეულად მხოლოდ პროფესიულ გადაწვას არ ახასიათებს, ამიტომ საკმაოდ ძნელია ამ სინდრომის დიფერენცირება (მაგალითად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომისაგან).

ემოციური გამოფიტვა: დაქვეითებული ემოციური ტონუსის განცდა, მომატებული ფსი­ქი­კური გამოფიტვის განცდა, აფექტური ლაბილურობა, გარშემომყოფთა მიმართ ინ­ტე­რე­სისა და პოზიტიური გრძნობების (კეთილგანწყობის) დაკარგვა, სამუშაოთი მოყირ­ჭე­ბუ­ლობის განცდა, ზოგადად ცხოვრებით უკმაყოფილება.

დეპერსონალიზაცია (ცინიზმი): ემოციური გულგრილობა, პროფესიულ ვალდებუ­ლე­ბა­თა შესრულება ფორმალურად, უგულოდ, პირადი ჩართულობისა და თანაგრძნობის გარეშე, ზოგჯერ – ნეგატივიზმი და ცინიკური დამოკიდებულება. ქცევის დონეზე დე­პერ­სონალიზაცია ვლინდება ქედმაღალი ქცევის, პროფესიული სლენგის, იარლიყების გამოყენების სახით.

პირად მიღწევათა რედუქცია: ასახავს საკუთარი თავით, როგორც პროფესიონალით, კმა­ყო­ფილების დონეს. მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს საკუთარი კომპეტენტურობისა და პრო­დუქტიულობის ნეგატიური შეფასების ტენდენციზე, სამასახურეობრივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბათა მიმართ ნეგატივიზმის ზრდაზე, პასუხისმგებლობის მოხსნის ტენდენციაზე, გარშემომფოთთაგან იზოლაციაზე, თავის არიდებასა და მონაწილეობაზე უარზე. სამ­სა­ხუ­რიდან თავის არიდება ჯერ ფსიქოლოგიურად, შემდეგ კი ფიზიკურადაც.


 
 
 

Commentaires


THE CLINIC

 

Email: i_darbuashvili@cu.edu.ge

Tel: +995 571 306 006

  • White Facebook Icon
  • White Yelp Icon

 

Mon - Fri: 7am - 10pm 

​​Saturday: 8am - 10pm ​

Sunday: Closed

მოგვწერეთ

Thanks for submitting!

© 2023 by Nick Erickson Physiotherapy. Proudly created with Wix.com

bottom of page