top of page
Search

#ფსიქოლოგიური ტესტი "დაუსრულებელი წინადადებების მეთოდიკა"




დაუსრულებელი წინადადებების მეთოდიკა ფსიქოდიაგნოსტირების დროს აქტიურად გამოიყენება. ამგვარი პროექციული ტესტების უპირატესობა ადამიანის ინტრაფსიქიკურ შინაარსებთან წვდომაა.

ტესტი 15 ძირითად ფსიქიკურ განზომილებაზეა აგებული და მისი მეშვეობით ისეთი ძირეული მახასიათებლები იზომება, როგორებიცაა: 1. სექსუალური დამოკიდებულებები; 2. შიდა პიროვნული კონფლიქტები; 3. გაუცნობიერებელი შიშები; 4. პიროვნული სირთულეები; 5. კომპლექსური ბარიერები; 6. წარსულის და მომავლის გავლენები და სხვ.

ტესტის შესრულებისთვის აუცილებელია მშვიდად დასხდეთ და გულწრფელად შეასრულოთ ინსტრუქციაში მოცემული დავალება. ეცადეთ ჩაინიშნოთ თავში მოსული პირველი აზრი. აუცილებელია ფურცელის და საწერი კალამის გამოყენება.

ინსტრუქცია:

თქვენ წინაშეა 60 დაუსრულებელი წინადადება. თქვენი ამოცანაა თითოეული წინადადება წაიკითხოთ და თქვენთვის სასურველი დასასრული ჩაინიშნოთ. მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, როგორ დაბოლოებას მოუფიქრებთ წინადადებას. აქ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები. გახსოვდეთ, რომ შესრულების დროს აბსოლუტურად თავისუფალი ხართ არჩევანში.

პასუხების ჩანიშვნა უმჯობესია მოახდინოთ კომპიუტერში, რათა შეინახოთ ისინი, ასევე მომავალში არ გაგიჭირდეთ მათი წაკითხვა. ყველა მატრიცა უნდა შეიქმნას ინდივიდუალურად და არ არსებობს ერთი კონკრეტული პასუხები, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეკითხვა უნდა იყოს პასუხ გაცემული.


მიმაჩნია, რომ ეს ტესტი ერთ-ერთი უნიკალური ტექნიკაა იკვლიო საკუთარი თავი. დამუშავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოწოდებულია ტესტის ბოლოს.

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ან დააკომენტაროთ.

სასურველია ტესტი ჩატარდეს 18 წლის ზემოთ.




ტესტი

1. ვფიქრობ, რომ მამაჩემი იშვიათად -------------------- 2. თუ ყველა ჩემს წინააღმდეგაა, მაშინ -------------------- 3. მე ყოველთვის მსურდა -------------------- 4. ხელმძღვანელის პოსტი რომ მეკავოს -------------------- 5. მომავალი მეჩვენება -------------------- 6. ჩემი უფროსობა -------------------- 7. ვიცი, რომ სისულელეა მაგრამ მეშინია -------------------- 8. ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობარი -------------------- 9. როცა ბავშვი ვიყავი -------------------- 10. ჩემთვის ქალის (მამაკაცის) იდეალს წარმოადგენს -------------------- 11. როცა ქალს მამაკაცის გვერდით ვხედავ -------------------- 12. სხვა ოჯახების უმრავლესობასთან შედარებით ჩემი ოჯახი -------------------- 13. ყველაზე უკეთ ვმუშაობ -------------------- 14. დედაჩემი და მე -------------------- 15. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ დამევიწყებინა -------------------- 16. მამაჩემს, რომ მოესურვებინა -------------------- 17. ვფიქრობ, რომ საკმაოდ უნარიანი ვარ რათა -------------------- 18. შეიძლება ძალიან ბედნიერი ვყოფილიყავი, რომ -------------------- 19. თუ ვინმე ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობს -------------------- 20. ვიმედოვნებ, რომ -------------------- 21. სკოლაში ჩემი მასწავლებლები -------------------- 22. ამხანაგების უმრავლესობამ არ იცის, რომ მე მეშინია -------------------- 23. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც -------------------- 24. ოდესღაც -------------------- 25. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა ბიჭების ( გოგონების ) უმრავლესობა -------------------- 26. ცოლქმრული ცხოვრება მიმაჩნია -------------------- 27. ჩემი ოჯახი მექცევა, როგორც -------------------- 28. ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობ -------------------- 29. დედაჩემი -------------------- 30. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო -------------------- 31. მე ვისურვებდი, რომ მამაჩემი -------------------- 32. ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ -------------------- 33. ცხოვრებაში ჩემი ფარული სურვილი იყო -------------------- 34. ჩემი ხელქვეითები -------------------- 35. დადგება ის დღე, როცა -------------------- 36. როცა ჩემი უფროსი მიახლოვდება -------------------- 37. მსურს აღარ მეშინოდეს -------------------- 38. ყველაზე მეტად ის ადამიანები მიყვარს -------------------- 39. კვლავ ახალგაზრდად რომ ვიქცე -------------------- 40. მიმაჩნია ქალების ( მამაკაცების ) უმრავლესობა -------------------- 41. მე რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრება მქონდეს -------------------- 42. ჩემთვის ცნობილი ოჯახების უმრავლესობა -------------------- 43. მიყვარს ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც -------------------- 44. მიმაჩნია, რომ დედების უმრავლესობა -------------------- 45. როცა ახალგაზრდა ვიყავი დანაშაულის გრძნობა მქონდა, თუ -------------------- 46. ვფიქრობ, რომ მამაჩემი -------------------- 47. როცა არ მიმართლებს, მე -------------------- 48. ყველაზე მეტად ცხოვრებაში მსურს -------------------- 49. როცა სხვებს დავალებებს ვაძლევ -------------------- 50. როცა მოხუცი ვიქნები -------------------- 51. ადამიანები, რომელთა უპირატესობასაც ვაღიარებ ჩემზე -------------------- 52. ჩემმა სიფრთხილემ არაერთხელ მაიძულა -------------------- 53. როცა არ ვარ , ჩემი მეგობრები -------------------- 54. ჩემი ბავშვობის ყველაზე ცოცხალ მოგონებას წარმოადგენს -------------------- 55. ძალიან არ მომწონს, როცა ქალები ( მამაკაცები ) -------------------- 56. ჩემი სქესობრივი ცხოვრება -------------------- 57. როცა ბავშვი ვიყავი ჩემი ოჯახი -------------------- 58. ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ -------------------- 59. მე მიყვარს დედა, მაგრამ -------------------- 60. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამის გაკეთება მომიხდა--------------------


პასუხები უნდა გადმოგზავნოთ პირად შეტყობინებაში! გაითვალისწინეთ, რომ ყოველი თქვენგანის ტესტის დამუშავება გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვს

გთხოვთ მოიწონოთ პოსტი და დაელოდოთ სიახლეებს.


დაუშვებელია თქვენი შედეგების საჯაროდ გამოქვეყნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ მსგავსი პროექციული ტექნიკები ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია, როგორც ადამიანის ბიოგრაფიული ასე პიროვნული ასპექტების შესახებ.

ვინაიდან ჯგუფში გაწევრიანებულია 500 ზე მეტი ადამიანი, ძალიან გამიჭირდება ყველა მათგანის ინდივიდუალურად დამუშავება, მაგრამ მოგცემთ ძალიან საინტერესო მიმართულებებს ტესტის დასამუშავებლად და გასააზრებლად. ასევე ტესტის უნიკალურობიდან გამომდინარე შესაძლებელია გავაკეთოთ ზუმში პატარა შეხვედრა ( ან რომელიმე სხვა პლათფორმაზე ) რათა ეს მეთოდიკა დაწვრილებით აგიხსნათ.



კონტაქტი : FB - https://www.facebook.com/ivan.darbo/ ჯგუფი - https://www.facebook.com/groups/211825743797107

 
 
 

コメント


THE CLINIC

 

Email: i_darbuashvili@cu.edu.ge

Tel: +995 571 306 006

  • White Facebook Icon
  • White Yelp Icon

 

Mon - Fri: 7am - 10pm 

​​Saturday: 8am - 10pm ​

Sunday: Closed

მოგვწერეთ

Thanks for submitting!

© 2023 by Nick Erickson Physiotherapy. Proudly created with Wix.com

bottom of page