top of page

ABOUT

IMG_5963.jpg
Guduna Ivane Darbuashvili 

           ჩემი მკაფიო ინტერესი ფსიქოანალიზის მიმართ 17 წლის ასაკში გაღრმავდა, როდესაც სრულიად შემთხვევით შვეიცარიაში კარლ გუსტავ იუნგის  ინსტიტუტში  (C.G. Jung Institute Zurich, Küsnacht) ფსიქოანალიტიკურ სეანსებზე აღმოვჩნდი ეს გახლდათ ერთგვარი სტიმული და, ამავდროულად, გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც საბოლოოდ დამარწმუნა, სამომავლო კარიერა ამ პროფესიასთან დამეკავშირებინა. სწორედ ამ მოტივაციით შთაგონებულმა უმაღლესი განათლების მიღება ფსიქოლოგიის მიმართულებით განვაგრძე. 2019 წელს მომენიჭა ფსიქოლოგიის ბაკალავრი (The University of Georgia). ხოლო  სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი გავხდი. ძლიერმა ინტერესმა და პროფესიისადმი სიყვარულმა ასევე მომაპოვებინა სტიპენდია.  ბაკალავრის პერიოდში  საქართველოს უნივერსიტეტმა საშუალება მომცა დამატებითი ლექციები ჩამეტარებინა სტუდენტებისთვი ფსიქოლოგიის საფუძვლებში, რაც საინტერესო, პრაქტიკული გამოცდილება აღმოჩნდა და ხელი შეუწყო ჩემი თეორიული ცოდნის ეფექტურ რეალიზებას. ვფიქრობ, ჩემი მაგალითი მოწმობს, თუ როგორ შეიძლება ინტერესმა და საქმისადმი დაუღალავმა შრომამ სტუდენტს წარმატება მოუტანოს.  

 

ბაკალავრიატში სწავლის დროს, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტთან არსებულ UG-სკოლაში ვმუშაობდი და ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით პრაქტიკული სამუშაოებით ვიყავი დაკავებული, რაც მოიცავდა როგორც არტ-თერაპიული მეთოდების სასწავლო პროცესში ჩართვას, ისე სწავლასთან დაკავშირებული ეფექტური სტრატეგიების შემუშავებას.

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავსაქმდი საქართველოს განათლების სამინისტროში, სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში საველე კვლევებზე ვმუშაობდი. პროექტი გულისხმობდა სკოლებში „ახალი სასწავლო მოდელის“ დანერგვასა და მისი ეფექტურად მუშაობის შეფასებას. 

 

2019-2021 წლებში ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას ვუწევდი „პანდემიის“ შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა 350 - ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთა უმეტესობასაც ვირუსის შედეგად გამოწვეული ფსიქოლოგიური გართულებები აღენიშნებოდათ. 

 

 

   ამჟამად ვსწავლობ კლინიკური ფსიქოლოგიის და არტთერაპიის სამაგისტრო  პროგრამაზე Caucasus University-ში, რომელიც შედგენილია შვეიცარიელი, გერმანელი და ამერიკელი ავტორების მიერ. საქართველოში კი, ამ პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძეა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის - „კამარა“, დამფუძნებელი. აღნიშნული პროგრამ ფოკუსირებულია ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ კონცეპტებზე და კლინიკურ პრაქტიკაში არტთერაპიის გამოყენებაზე.  

აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ მომავალში ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლავთ შვეიცარიის ქ. ციურიხში მდებარე კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოანალიტიკურ სკოლაში ჩაბარება და მათი ასოციაციის წევრობა. ამ ქვეყანას, რომელშიც არაერთი გამოჩენილი ფსიქოლოგი მოღვაწეობდა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ამიტომ, მსურს იქ მიღებული პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნის რეალიზება საქართველოში მოვახდინო.

  • Bachelor's degree (Psychology and Physiotherapy) 2016-2019

  • (Master of Clinical Psychology and CLINICAL ART THERAPY). 

    Clinical Art Therapy with a focus on Psychoanalysis
     

  • The aim of the program is to introduce the students to Art Therapy, a widely-used and popular method of mental therapy, and prepare clinical psychologists specializing in Art Therapy.

    The head of the Clinical Program of Art Therapy is psychologist and art therapist, Natia Pandjikidze, the founder of the psycho-social rehabilitation center – Kamara, and the head of the therapeutic program; a representative of Living Museum, the international network of American clinics in Georgia
    .

     

  • Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia (2020-2021) 
     

  • The "New School Model" project started in 2019 and is currently being implemented in the first-fourth grades of 165 schools. By 2024, the project will cover most schools in all regions of Georgia. The reform implies complex changes in the education system and includes pre-school, general, vocational, higher education and science fields. The education reform implies complex and interdisciplinary approaches to all directions, which ensures the transformation of the uniform system of education.



     

  • Student Tutor - University of Georgia (2019-2020)

    ● Aided students in preparing for final exams by developing practice tests and explaining the topics from the syllabus. 
    ● Assessed students' strengths and weaknesses to create a learning plan. 
    ● Maintained a safe and positive learning environment.

     

  • School Psychologist (2016-2017)

    ● Worked with students on individual and small group basis to help with
    ● homework, tutoring and daily activities. 
    ● Assisted the teacher with classroom tasks and instructing students. 
    ● Analyzed students' behavior to implement proper teaching methods.


     

 

GET IN TOUCH

We'd love to hear from you

+995 571 306 006

  • White Facebook Icon

Find us on Facebook

THE CLINIC

 

Email: i_darbuashvili@cu.edu.ge

Tel: +995 571 306 006

  • White Facebook Icon
  • White Yelp Icon

 

Mon - Fri: 7am - 10pm 

​​Saturday: 8am - 10pm ​

Sunday: Closed

მოგვწერეთ

Thanks for submitting!

© 2023 by Nick Erickson Physiotherapy. Proudly created with Wix.com

bottom of page