Tel:+995 571 306 006

ჩემს შესახებ
იოანე გუდუნა დარბუაშვილი
ფსიქოლოგი
თანამედროვე სამყარომ და ცხოვრების აქსელერაციამ უფრო მეტად დაგვანახა ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის შემსწავლელი მეცნიერების, მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა ჩვენს ცხოვრებაშ იმის საჭიროებას. ცხოვრება დინამიური პროცესია და ის თავის თავში უამრავ ცვლილებას,გამოცდილებას, წინააღმდეგობასა და გამოწვევას აერთიანებს რაც საბოლოოდ გვაყალიბებს ისეთად, როგორებიც ვართ. შეკითხვაზე, თუ რატომ გადავწყვიტე ფსიქოლოგიის შესწავლა, პასუხი ერთმნიშვნელოვნად გულწრფელი იქნება: ამის მიზეზი ჩემი ბავშვობა და უსაშველო ინტერესია ადამიანის ფსიქიკური გამოცდილების მიმართ, სადაც ჩემთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი იმალება.
მიუხედავად მრავალწლიანი სწავლისა მეცნიერებას ადამიანის ბუნების შესახებ ზედმეტი თავდაჯერებით არ უნდა მივუდგეთ. პირიქით ამ პროცესში გარკვეული მოკრძალების გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის ბუნების გაგება - უზარმაზარი მასშტაბის ამოცანაა, რომლის გადაწყვეტა უხსოვარი დროიდან ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია.
